კბილების გათეთრება
კბილების გათეთრება

ყველა ოცნებობს ჯანსაღ და ლამაზ ღიმილზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაზე მოვლილმა კბილებმაც შეიძლება შეიცვალოს ფერი. საბედნიეროდ, თანამედროვე ესთეთიკური სტომატოლოგია გვაძლევს საშუალებას მოვიცილოთ პიგმენტური ლაქები მინანქარზე და მივიღოთ განუმეორებელი ღიმილი გათეთრების პროცედურის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ გათეთრების მეთოდი შეარჩიოს კვალიფიცირებულმა ექიმმა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება პროცედურა უსაფრთხო და ეფექტური.

ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია როგორც კაბინეტში გათეთრების უახლესი ტექნოლოგია ZOOM 4 (Philips), ასევე გათეთრების სისტემა სახლის პირობებში. კლინიკის სპეციალისტები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევენ გათეთრების უსაფრთხო და კომფორტულ პროცედურას მაღალი და მდგრადი შედეგის მისაღებად.

სერვისები და ღირებულება

სერვისების ჩამონათვალი ღირებულება
კბილების საოფისე გათეთრება  ZOOM 4 1400 ლ.
«სახლის» კბილების გათეთრება 500 ლ.