თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგია

თერაპია სტომატოლოგიის დარგის ნაწილია, რომელიც ემსახურება პირის ღრუს დიაგნოსტიკას, პრევენციას და დაავადების მკურნალობას. ნებისმიერი სტომატოლოგიური მკურნალობის პირველი რგოლი თერაპიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ხანგრძლივად შევინარჩუნოთ კბილების ესთეტიკა და ჯანმრთელობა.

კარიესის მკურნალობა, კბილების მხატვრული რესტავრაცია, პროფესიული ჰიგიენური წმენდა, არხების ენდოდონტიური  მკურნალობა – ეს ყველაფერი თერაპევტ -სტომატოლოგის პრეროგატივაა.

კლინიკა “Align”-ის სპეციალისტები იყენებენ თანამედროვე აღჭურვილობასა და მაღალესთეტიკურ სარესტავრაციო მასალებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას უმტკივნეულოდ და ხარისხიანად ჩავატაროთ თერაპიული პროფილაქტიკა და მკურნალობა. მკურნალობის პროცესს ამარტივებს მაღალტექნოლოგიური დენტალური მიკროსკოპის  გამოყენება.

სერვისები და ღირებულება

სერვისების ჩამონათვალი ღირებულება
კონსულტაცია 50 ლ.
კარიესის მკურნალობა (ზედაპირული) 200-295 ლ.
ენდოდონტიური მკურნალობა (საჭრელები, ეშვები, პრემოლარები) 430 ლარიდან.
ენდოდონტიური მკურნალობა (მოლარები) 530 ლარიდან.
განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა (საჭრელები, ეშვები) 560 ლარიდან.
განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა (პრემოლარები) 630 ლარიდან.
განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა (მოლარები) 730 ლარიდან.
პროფესიონალური წმენდა 180 ლარიდან.
კბილების საოფისე გათეთრება  ZOOM 4 1400 ლ.