ჩვენ შესახებ

ორთოდონტიის და ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრმა “Align” თბილისში 2023 წელს გააღო თავისი კარი პაციენტებისთვის.

ცენტრის დამფუძნებლები არიან ზვიად რეკვავა და ანნა კიტია, რომლებიც მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები არიან მრავალწლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილებით. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ საქართველოში თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც შეესაბამებოდა ყველა მსოფლიოს სტანდარტს.

ცენტრის შექმნის იდეა დაფუძნებული იყო მაღალკვალიფიცირებული ორთოდონტების და სტომატოლოგიის სხვა სპეციალისტების გუნდის შექმნაზე, რომ პაციენტს შეძლებოდა სტომატოლოგიური მომსახურების ყველა  მოთხოვნის ერთ ადგილზე დაკმაყოფილება.

იმისათვის, რომ გუნდის წევრი გახდე, მარტო მაღალი პროფესიონალიზმი არაა საკმარისი, საჭიროა ჰქონდეს ემპათია, პაციენტთან საერთო ენის გამონახვის უნარი და სრული დახარჯვის მზაობა მკურნალობის პროცესში.

დღეს ჩვენს ექიმებს 1000-ზე მეტი მადლიერი პაციენტი ჰყავს ჯანმრთელი და ბედნიერი ღიმილით.

მკურნალობისთვი გამოიყენება თანამედროვე მოწინავე დანადგარი და მაღალხარისხიანი სამკურნალო მასალა.

ჩვენი ექიმები მეგობრობენ პაციენტებთან და მათთან მიღებაზე სიამოვნებით დადიან, როგორც დიდები, ასევე პატარები.

ჩვენ არა მარტო პაციენტები გვენდობიან, არამედ სხვა კლინიკების ექიმებიც. “Align”-ში ჩვენი კოლეგები სხვა კლინიკებიდან. ხშირად გვიგზავნიან პაციენტებს რთული კლინიკური შემთხვევით, რასაც ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით.

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება, რამეთუ მედიცინა ერთ ადგილზე არ დგას.  ჩვენთვის აქტუალურია თანამედროვე ეფექტური მეთოდების გამოყენება. ამიტომაც ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სწავლობენ და იმაღლებენ კვალიფიკაციას.

ჩვენთვის თითოეული პაციენტი ინდივიდუალურია და ამიტომ ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ზუსტად თქვენ!!!

ჩვენ წარმატებას ღიმილით ვზომავთ და ვმუშაობთ უფრო მეტი ბედნიერი ღიმილის შესაქმნელად